საზოგადოება
ახალქალაქში, ყარაბაღში გასაგზავნად მედიკამენტებს აგროვებენ
ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო ახალქალაქის ახალგაზრდობამ სომეხი ჯარისკაცების დახმარება გადაწყვიტა. მათ დღეიდან მედიკამენტების შეგროვება დაიწყეს. ახალგაზრდები მოსახლეობას საქველმოქმედო აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

”ჩვენ ყარაბაღის დახმარება გადავწყვიტეთ, უკვე შევიძინეთ წამლები 300-400 ლარად. თუ ვინმე მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, მას შეუძლია თავად შეიძინოს მედიკამენტები, მაგრამ ყოველთვის ინვოისით, ისე რომ პრობლემა არ წარმოიშვას საზღვრის გადაკვეთისას. ან შეუძლიათ თანხა ჩვენთან გადმორიცხონ და ჩვენ ყველა საჭირო მედიკამენტს შევიძენთ”- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრის შემდეგ, მთიან ყარაბაღში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. 


წყარო: jnews.ge
| Print |