საზოგადოება
რა შემთხვევაში გადავადდება სამხედრო სამსახურში გაწვევა – ცვლილება კანონში
კანონით სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ორი ახალი საფუძველი დამტკიცდა. 

პროექტი წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ორ ახალ საფუძველს ითვალისწინებს. კერძოდ, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:

1. არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი - შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. გადავადება განხორციელდება მხოლოდ ერთხელ.

2. თუ არის აპლიკანტი, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე.

პროექტი მე-9 მოწვევის პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მიიღო.

წყარო: bpn.ge
| Print |