საზოგადოება
იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა
იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დადგენილება "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ის 1 ოქტომბრით თარიღდება.

ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნებიდან საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული უცხოელი ვიზიტორები სასაზღვრო პუნქტებზე თავისუფლდებიან რამდენიმე პროცედურისგან, მათ შორის სსიპ – შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ჩაღრმავებული გამოკითხვისა და აღრიცხვისგან „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათის“ შევსებით, რომელიც ასევე წარმოადგენს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების იზოლაციის შესახებ".

გარდა ამისა, ამ პროცედურისგან თავისუფლდებიან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული პირები, რომლებიც ექვემდებარებიან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსებას. საუბარია გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებზე.

რაც შეეხება თერმოსკრინინგს, ისინი ამ პროცედურას გაივლიან.
| Print |