საზოგადოება
დეპუტატობის კანდიდატმა პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა
სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „თავისუფალი საქართველოდან“ გოდერძი კუბლაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ამის მიზეზი მისთვის ტერიტორიის დაკანონების საკითხზე, ადიგენის კომისიის წევრების უარია.

როგორც გოდერძი კუბლაშვილი განმარტავს, მისი ნაკვეთი დაბა ადიგენში მდებარეობს. ტერიტორიის დაკანონების მოთხოვნით მან მუნიციპალიტეტის მერიას არაერთხელ მიმართა. საქმე განიხილეს სასამრთლოშიც, რის შემდეგაც ადიგენის კომისიას კუბლაშვილის განცხადების ხელახალი განხილვა დაევალა. მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, მაჟორიტარობის კანდიდატს ტერიტორიის დაკანონებაზე უარი ეთქვა.

გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ კომისიის წევრებმა უკანონო გადაწყვეტილება ადიგენის მერის პირადი ინტერესების გამო მიიღეს. კანდიდატი ამბობს, რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე კომისიის წევრებს დაკავებული თანამდებობიდან არ გაათავისუფლებენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი კუბლაშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. ზაქარია ენდელაძე საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

გოდერძი კუბლაშვილმა ადიგენის მიწის აღიარების კომისიის გადაწყვეტილება ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2020 წლის 17 იანვარს გაასაჩივრა და პროცესი მოიგო კიდეც, მოსამართლემ ადიგენის კომისიას კუბლაშვილის განცხადების ხელახალი განხილვა დაავალა.


| Print |