საზოგადოება
ახალქალაქში მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში ახალქალაქში მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს. სტადიონზე შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა არცახის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. აქციაში მონაწილეობას იღებენ საერო და სასულიერო პირები. წარმოდგენილია იმ ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც ჯავახეთიდან იყვნენ და ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაიღუპნენ.

აქციის მონაწილეები თანხის შეგროვებას და "Hayastan All-Armenian fund"-ში გადარიცხვას აპირებენ, რომელმაც არცახის დასახმარებლად კამპანია - "ყველა არცახისთვის" წამოიწყო. ამ დროისათვის ფონდში 58 600 000-მდე დოლარია შეგროვებული. 

აქციის დასრულების შემდეგ, მონაწილეები წმინდა ჯვრის ეკლესიისკენ მსვლელობას მოაწყობენ, სადაც საერთო ლოცვა გაიმართება.
| Print |