საზოგადოება
მეოთხე დღეა ვალეს საბაჟოზე 400-მდე ტრაილერია გაჩერებული
ვალეს საბაჟო - გამშვებ პუნქტზე სატვირთოების რიგია. 400-მდე ავტომანქანა მომსახურეობას ამ დრომდე ელოდება. თურქეთში გადამსვლელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

როგორც თურქეთის მოქალაქეები განმარტავენ, ვალეს საბაჟოზე რიგი მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც სატვირთო მანქანებმა საქართველოში შემოსვლა კარწახის ნაცვლად, ვალეს საბაჟოდან გადაწყვიტეს. ამის მიზეზი კი ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების მიერ თურქეთის მოქალაქის სატვირთოს დაზიანება გახდა, რომელსაც წინ უძღოდა ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის მიერ, კარწახის საბაჟოსთან გამართული აქცია მოთხოვნით - აღარ შემოვიდნენ თურქული სატვირთოები. მძღოლების თქმით, არ აქვთ ინფორმაცია, რატომ ვერ ასწრებს სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროულ მომსახურებას.

შემოსავლების სამსახურში მიზეზის გარკვევას „მეცხრე არხი“ მთელი დღეა უშედეგოდ ცდილობს. პრესსამსახური ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდა, თუმცა მას შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

| Print |