საზოგადოება
10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება
10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ამ დღის დამაარსებელი ორგანიზაცია, მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ფედერაცია (WFMH) , მიზნად ისახავს, შეამციროს ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია. WFMH ყურადღებას ამახვილებს საკითხებზე, როგორიცაა სხვადასხვა სახის მენტალური პრობლემები კომპანიებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებში.

2013 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს 100 000 მოსახლეზე ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მაჩვენებელი 1 536-ს წარმოადგენდა. ექსპერტთა შეფასებით, ეს ინფორმაცია არასრულია და ფსიქიკური აშლილობების გავრცელება სულ მცირე, ორჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.

საქართველოს მოსახლეობაში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ მიუღებლობის და შიშის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია. მენტალური ჯანმრთელობის საკითხის სტიგმატიზირება და დაბალი ცნობადობა აფერხებს ფსიქიკური მდგომარეობის სათანადო შეფასებას და აშლილობების დიაგნოსტიკას. შედეგად, ფერხდება ფსიქიატრიული მკურნალობა და რეაბილიტაციაც.

"ქვეყნები თავიანთი ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2%-ს ხარჯავენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეს საკმარისი არ არის. COVID-19-ით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ შედეგებს ოჯახები მომავალ წლებშიც იგრძნობენ. ფსიქიკური ჯანმრთელობასა და ფსიქოსოციალურ სერვისებში ინვესტირება ასე მნიშნველოვანი ჯერ არ ყოფილა.", - წერს UNICEF Georgia.
| Print |