საზოგადოება
დღეს გოგოების საერთაშორისო დღეა
ყოველი წლის 11 ოქტომბრის გოგოების საერთაშორიო დღედ აღნიშვნის გადაწყვეტილება გაეროს ეკუთვნის. გაერთანებული ერების ორგანიზაციამ მსგავსი გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღო. დღის მიზანი - სოციალურ პრობლემებსა და უთანასწორობაზე ყურადღების გამახვილებაა, რაც გენდერული საკითხითაა გამოწვეული. ესენია - განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა, სოციალური უფლებების დაცვა, დისკრიმინაციისგან, ძალადობისგან, არასრულწლოვანი გოგოების იძულებით ქორწინებისგან დაცვა.

ინიციატივა, გოგოების საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ კანადაში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერდა. რეზოლუციაზე, კანადის მინისტრი ქალთა უფლებების საკითხებში რონა ემბროუზი მუშაობდა.

2011 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა გოგოების საერთაშორისო დღის დაწესებას და 2012 წლის 11 ოქტომბრიდან მისი აღნიშვნა დაიწყო.

11 ოქტომბერი არა მხოლოდ უბრალოდ დღე, არამედ ბრძოლაა, თანასწორობისა და გოგოების უფლებების დასაცავად მსოფლიოს მასშტაბით.
| Print |
თეგები: გოგოების დღე /