საზოგადოება
აბასთუმანი მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი იქნება – პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აბასთუმანი სულ მალე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი იქნება. მისივე თქმით, ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გააგრძელებს.

„აბასთუმანი სულ მალე იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი. ეს იქნება საერთაშორისო დონის, საერთაშორისო მასშტაბის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის ადიგენს, საქართველოს და მთლიანად ხეობას. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ როცა ამაზე ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, რომელიც ერთად უნდა გადავლახოთ. 2012 წლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი“,-განაცხადა გახარიამ.


| Print |