საზოგადოება
მთიან ყარაბაღში ჯავახეთიდან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთიან ყარაბაღში საომარ მოქმედებებს ჯავახეთიდან კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა. 35 წლის გნელ ფიდანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანოდან იყო. ATV 12-ის ინფორმაციით, იგი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა. გნელ ფიდანიანი კონფლიქტის ზონაში პირველივე დღიდან, საკუთარი სურვილით გაემგზავრა.

ამ დროის მონაცემებით, მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტს ჯავახეთში დაბადებული ექვსი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
| Print |