საზოგადოება
ნინოწმინდის სოფელ გორელოვკაში ხანძარი გაჩნდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში ერთ–ერთ მაცხოვრებელს ხანძრის შედეგად თივის 200–მდე პრესი დაეწვა.

ადგილობრივს ზამთრისთვის 4000–მდე პრესი ჰქონდა დასაწყობებული. მეხანძრეებმა და თანასოფლებმა მისი დიდი ნაწილის გადარჩენა შეძლეს. ხანძარს თივის 1800–მდე პრესი გადაურჩა.

რადიო "ნორის" ინფორაციით, ცეცხლი ბავშვების დაუდევრობით გაჩნდა.
| Print |