საზოგადოება
ახალციხეში ვეტერანთა დღე აღნიშნეს
ახალციხეში ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დღე აღნიშნეს. ქალაქის მერიის პირველმა პირებმა, ომის მონაწილეებთან ერთად, ცენტრალურ პარკში, ომში დაღუპილთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ომის მონაწილეების თქმით, დღევანდელი დღე მათთვის მნიშვნელოვანია და აღნიშნული თარიღის დაწესებით მათი დაფასება და პატივისცემა მოხდა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის 2014 წლის იანვრის დადგენილებით, 17 ოქტომბერი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღედ დაწესდა.

| Print |