საზოგადოება
რეგიონში სიძულვილის ენა ზედმეტადაა გავრცელებული - ლაშა ტუღუში
დღეს, 17 ოქტომბერს, „ლიბერალური აკადემია - თბილისის“ მკვლევარები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმნომადგენლებს შეხვდნენ. მათ სოციალურ, პოლიტიკურ და საგანმანათლებლო მიმართულებით დისკუსია გამართეს.

ორგანიზაცია „ლიბერალური აკადემია - თბილისის“ კვლევების თანახმად, სამცხე-ჯავახეთსა და საქართველოში განსხვავებული კულტურის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსისა თუ სხვა ტიპის შეხედულებებისა და ქცევის ადამიანების მიმართ, მიუღებლობის ხარისხი ძალიან მაღალია. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლაშა ტუღუშის თქმით, მულტიკულტურულ რეგიონში სიძულვილის ენა შედარებით მეტადაა გავრცელებული ვიდრე ქვეყნის დანარჩენ კუთხეებში.

მისივე თქმით, პოლიტიკური ძალები ქვეყნის სათავეში მოსვლას სხვა პარტიებისა თუ ადამიანების მიმართ არსებული სიძულვილის საფუძველზე ცდილობენ.

„პოლიტიკური ძალები განსხვავებული ადამიანების მიმართ სიძულვილს, ქსენოფობიას, აუტანლობას, მიუღებლობას ეყრდნობიან. ამას პოლიტიკური ვითარებაც უწყობს ხელს“ - ამბობს „ლიბერალური აკადემია - თბილისის“ ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში.

მკვლევარს მიაჩნია, რომ პრობლემები მხოლოდ გახსნილი დიკუსიების საფუძვლზე შეიძლება აღმოიფხრას.


| Print |