საზოგადოება
პირველი ნოემბრიდან საქართველოდან რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება
საქართველოდან რეგულარული ავიარეისები პირველი ნოემბრიდან კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგება. შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში 19 ოქტომბერს შევიდა.

1-ლი ნოემბრიდან რეისები აღდგება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შემდეგ ქალაქებში: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან: კატოვიცე, ვილნიუსი, დორტმუნდი.

ცნობისათვის, 2020 წლის 13 ივლისიდან ავიარეისები სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით. ხოლო პირველი ოქტომბრიდან აღდგა ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით.

წყარო: bpn.ge
| Print |