საზოგადოება
ახალციხის სამხედრო აღრიცხვების განყოფილების ხელმძღვანელი გარდაიცვალა
ახალციხის სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევის განყოფილების ხელმძღვანელი გია კაპანაძე გარდაიცვალა. იგი ამ პოზიციას წლების განმავლობაში იკავებდა. ინფორმაცია თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ ახალციხის მერიამ გაავრცელა.

"ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მწუხარებას გამოვხატავთ ჩვენი კოლეგისა და მეგობრის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების ხელმძღვანელის გია კაპანაძის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და და ახლობლებს"
- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |