საზოგადოება
თბილისში გამართულ აქციას ჯავახეთიდან შეუერთდნენ
თბილისში გამართულ მშვიდობიან აქციას ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ. ეთნიკურად სომეხმა საზოგადოებამ ავლაბრის წმინდა ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიამდე, დროშებით მსვლელობა მოაწყო. მსვლელობის დასასრულს ეკლესიაში მშვიდობისთვის წირვა ჩატარდა.

მშვიდობიან აქციაში საქართველოს სომხური თემის პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი და კულტურული სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

”დღეს თბილისიდან ჩვენ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენს სომხურ ჯარს, რომელიც ყარაბაღში სიცოცხლისა და სიკვდილისთვის იბრძვის. დღეს სომეხი ხალხი, ისევე როგორც 100 წლის წინ, პირისპირ დარჩა მტრის წინაშე”- განაცხადა წმინდა ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა თათევ მარუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მსგავსი სახის აქცია უკვე მეორედ გაიმართა. პირველად აქციის მონაწილეებმა მედია-საშუალებებისგან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ობიექტურად გაშუქება მოითხოვეს.

წყარო: JNEWS.GE
| Print |