საზოგადოება
"აწარმოე საქართველოს" საგრანტო კონკურსის ფარგლებში 26 307 ბიზნესიდეა დარეგისტრირდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, ბიზნესიდეების მიღება დასრულდა.

წელს, პროგრამაში მონაწილეობის სურვილი უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გამოთქვა. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ბიზნესიდეა ჯამში, 26 307-მა აპლიკანტმა დაარეგისტრირა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები, კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ პასუხებს 15 ნოემბრამდე მიიღებენ. 

„წელს, ბიზნესიდეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო ყველა მეწარმეს“ - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხუთი წელია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. 2015-2018 წლის მონაცემებით, საგრანტო კომპონტენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 6,212 პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
| Print |