საზოგადოება
რესტორნების მუშაობა მთელ საქართველოში ნაწილობრივ შეიზღუდა
მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამ დრომდე, ეს შეზღუდვა მხოლოდ თბილისსა და მცხეთაში მოქმედებდა.
| Print |