საზოგადოება
საქართველოში დღეიდან ახალი რეგულაციები და შეზღუდვები ამოქმედდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, საქართველოში დღეიდან ახალი რეგულაციები და შეზღუდვები ამოქმედდა. ღია სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით, 22:00 საათის შემდეგ, რესტორნების მუშაობა აიკრძალა.

ახალი რეგულაცია შეეხო განათლების სფეროსაც. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდ ქალაქებში 4–დან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

| Print |