საზოგადოება
ადიგენში მცხოვრებ ბაჩო შეყლაშვილის დასახმარებლად საზოგადოება ერთიანდება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მცხოვრებ ბაჩო შეყლაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 44 წლის მამაკაცს მეოთხე სტადიის სიმსივნე და ღვიძლის ფუნქციონირების პრობლემა აქვს. მისი გადაყვანა თურქეთის კლინიკაში 10 ნოემბერს იგეგემება. მამაკაცის მკურნალობისთვის პირველ ეტაპზე 50 000 ლარია საჭირო. ოჯახმა მხოლოდ, 15 000 ლარის მობილიზება შეძლო.

ბაჩო შეყლაშვილის დასახმარებლად, ადიგენში მცხოვრები ახალგაზრდები და ახლობლები გაერთიანდნენ. ისინი საავტომობილო გზებზე ახალციხეში, ადიგენში, აბასთუმანში, ბენარასა და არლის მიმდებარედ, ბანერებითა და ყუთებით დგანან და გამვლელებს ქველმოქმედებაში მონაწილეობას სთხოვენ.

ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ლომიძე ამბობს, რომ ახალგაზრდებმა, ორი დღეში 4 500 ლარის მოგროვება შეძლეს. ანგარიშებიდან, დაახლოებით, 10 000 ლარი შეგროვდა, 5 000 ლარით კი სოფლის მოსახლეობა დაეხმარა. მისივე თქმით, თანხები გროვდება ადიგენის სხვა სოფლებშიც. ამ ეტაპზე მათ ჯამში 30 000 ლარის მობილიზება შეძლეს.

ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღება და თანხის ჩარიცხვა მსურველებს შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

ლიბერთი ბანკი
GE08LB0711115383202000

საქართველოს ბანკი
GE92BG0000000013028000

თიბისის ბანკი
GE71TB7164345061100023

მიმღები: ნინო ბალახაშვილი

| Print |