საზოგადოება
ცესკოსთან წყლის ჭავლი მეორედ გამოიყენეს
ცესკოსთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა კვლავ წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირება ცესკოს შენობასთან ამ დრომდე გრძელდება.

აქციის მონაწილეებმა ცესკოს დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს, მათ ნაწილი უკვე გაარღვიეს, თუმცა ნაწილის გარღვევის საშუალებას სპეცალური დანიშნულების რაზი არ აძლევს.

დაპირისპირების დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც. 

აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისვრიან.

პირველი დარბევისგან განსხვავებით, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები ამჯერად რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ თუ ტერიტორიას არ დატოვებდნენ, მათ წინააღმდეგ "კანონით გათვალისწინებული ძალას" გამოიყენებდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი პირველად მას შემდეგ გამოიყენა, რაც მომიტინგეების ნაწილი რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით ცესკო-სთან მივიდა. დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია.

ძალის გამოყენების შედეგად რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. მათგან ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართულ მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, მომიტინგეებმა ცესკო-სთან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
| Print |