საზოგადოება
აქცია ხვალ გაგრძელდება - ოპოზიცია
ცესკოსთან მიმდინარე აქციის დროებით დაშლის გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა მას შემდეგ მიიღეს, როდესაც ხელისუფლებამ წყლის ჭავლი მომიტინგეების მისამართით მეორედ გამოიყენა. ლიდერების გადაწყვეტილებით, აქცია 9 ნოემბრის 18:00 სთ-მდე დაიშალა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციის დასრულებამდე ჰიმნი გაუშვეს. ალეკო ელისაშვილის განმარტებით, ,,აქცია ხვალ რუსთაველის გამზირზე ისევ გაგრძელდება".

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეების დაშლა წყლის ჭავლის საშუალებით დაახლოებით ხუთ წუთს გაგრძელდა.

წყლის ჭავლის გამოყენება შსს-ს წარმომადგენლებმა მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც მომიტინგეებმა ცესკოს ეზოში შესვლა სცადეს.
| Print |