საზოგადოება
გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს გაიმართება
რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ აქციას, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე გამართავს.

ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპორტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

"მინდა რომ შაბათს, სამ საათზე ბევრნი იყოთ. ეს არის გასაკეთებელი აუცილებლად. თქვენი ციხის არავის ეშინია. ბრძოლა არა თუ არ შეწყდება, არ შენელდება. ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს მუხტი ჩაკლას - ისტორია ვწერთ, აქ ახალი საქართველო იწრთობა. მსოფლიომ დაინახოს რომ ხალხი აპროტესტებს. რაც უფრო დიდია ბრძოლა, მით უფრო დიდია გამარჯვება" – მიმართა ნიკა მეელიამ აქციაზე შეკრებლ მოქალაქეებს.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, პარლამენტის შენობასთან პოლიტიკური გამოსვლები სრულდება, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი არ აპირებს 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას დაემორჩილოს. ამიტომ ნიკა მეელიამ სთხოვა ასაკიან ადამიანებსა და მათ, ვისაც არ შეუძლიათ აქციაზე დილამდე დარჩენა, სახლში წავიდნენ. მისივე თქით, არჩევნების გაყალბებას მთელი ღამის განმავლობაში პოლიტიკოსები და ახალგაზრდები გააპროტესტებენ.
| Print |