საზოგადოება
შეზღუდვის მიუხედავად, აქციის მონაწილეები პარლამენტთან რჩებიან
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციონერმა ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა აკრძალვის ამოქმედებამდე დარჩენილი ერთი წუთი დაითვალეს და 22:00 საათზე დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ ხელისუფლების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად რჩებიან.

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 05:00 საათამდე აპირებენ დარჩენას.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ისინი მანამდე იბრძოლებენ, ვიდრე შედეგს არ მიაღწევენ და ქვეყანაში ახალი არჩევნები არ დაინიშნება. აქციაზე პოლიტიკოსებთან ერთად არიან მომღერლებიც.

ipn.ge
| Print |