საზოგადოება
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, სომხეთიდან საქართველოში ვეღარ ბრუნდებიან
ორმაგი მოქალაქეობის მქონე სატვირთო ავტომობილების მძღოლები საქართველოში ვეღარ ბრუნდებიან. AliQ Media-ს ინფორმაციით, ისინი სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დგანან.

აღნიშნული პირები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებმაც მოგვიანებით რესპუბლიკაში არსებული საომარი მოქმედებების გამო შემუშავებული კანონით, მოქალაქეობა სომხეთისგანაც მიიღეს.

როგორც AliQ Media-ს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, საომარი მდგომარეობის გამო, 18-55 წლის მამრობითი სქესის მოქალაქეებს ქვეყნის საზღვრის გადალახვა ეკრძალებათ.
| Print |