საზოგადოება
ადიგენში, ახალი საირიგაციო სისტემით, 300 ჰექტარამდე მიწის ფართობი მოირწყვება
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სამცხე-ჯავახეთში ხევაშენის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა.

უწყების ინფორმაციით, დაბა აბასთუმანში სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა აშენდა, რომელიც სარწყავი სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

"მოეწყო ნაპირდამცავი კედელი, აშენდა ხიდი, გაიწმინდა სარწყავი არხი.

განხორციელებული პროექტის შედეგად აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, ადიგენის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება"
- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაქარია ენდელაძესთან ერთად ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები საქართველოს მელიორაციამ მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.
| Print |