საზოგადოება
11 ნოემბერი ენერგოეფექტურობის დღეა
11 ნოემბერი ენერგოეფექტურობის დღეა. ეს დღე 1970 წლიდან აღინიშნება მას შემდეგ, რაც მსოფლიო ენერგოკრიზისის წინაშე პირველად დადგა.

ენერგოეფექტურობა ენერგიის რაციონალურად ხარჯვას გულისხმობს. ნაკლები დანახარჯის ფასად შესაძლებელია მეტი ეფექტის მიღება, თბოიზოლაციის, გათბობისა და განათების სისტემების გაუმჯობესების ხარჯზე.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, ენერგოეფექტურობა გლობალური პრობლემაა, რომლის აქტუალობაც ენერგორესურსებზე მზარდი ფასებით, ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებით და გარემოსდაცვითი პრობლემებითაა გამოწვეული.

განვითარებულმა ქვეყნებმა ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით დამოკიდებულება შეცვალეს. მსოფლიომ ისეთი ტექნიკის შექმნა დაიწყო, რომელიც ნაკლებ ენერგიას საჭიროებს.

  • თუ გამოიყენებთ დიოდური ნათურას ის მინიმუმ 7-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ტრადიციული ვარვარების ნათურასთან შედარებით.
  • თუ კედლების, სახურავის თბოიზოლაციით და ერთმაგი შემინვის ფანჯრების ჩავანაცვლებთ ორმაგი მინა პაკეტით შესაძლებელია გათბობის ხარჯების შემცირება 50%–ით.
  • ერთი მონიტორი მოლოდინის რეჟიმში (ეკრანზე გამოსახულების გარეშე და ანთებული მართვის სისტემით) მოიხმარს ნორმალური მუშაობის დროს საჭირო ენერგიის 15%-ს
  • საწვავად ბენზინის მაგივრად ბუნებრივი აირის გამოყენების შემთხვევაში ატმოსფეროში CO2-ის გამოყოფა მინიმუმ 20%-ით შემცირდება" - ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |