საზოგადოება
14 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართება
ხვალ 14 ნოემბერს, 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ აქციას გამართავს.

ამის შესახებ 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპორტესტო აქციაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

"მინდა რომ შაბათს, სამ საათზე ბევრნი იყოთ. ეს არის გასაკეთებელი აუცილებლად. თქვენი ციხის არავის ეშინია. ბრძოლა არა თუ არ შეწყდება, არ შენელდება. ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს მუხტი ჩაკლას - ისტორია ვწერთ, აქ ახალი საქართველო იწრთობა. მსოფლიომ დაინახოს რომ ხალხი აპროტესტებს. რაც უფრო დიდია ბრძოლა, მით უფრო დიდია გამარჯვება" – მიმართა ნიკა მელიამ აქციაზე შეკრებლ მოქალაქეებს.
| Print |