საზოგადოება
"უგზობის გამო დაშავებულთან დროულად ვერ მივედით" - სასწრაფოს მძღოლი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა. თეიმურაზ ლომიძე მოსახლეობას ზამთრისთვის საშეშე მერქანს უნომრავდა, რა დროსაც 63 წლის მამაკაცს წაქცეული ხე მოხვდა. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

| Print |