საზოგადოება
შრომის ინსპექციამ სამცხე–ჯავახეთში 741 ობიექტი შეამოწმა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა, რომლებიც არანებადართულ ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებდნენ. როგორც მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, 7 ობიექტი დაჯარიმდა. ბექა ფერაძის თქმით, ხდება ობიექტების რემონიტორინგიც.

„28 ნოემბერი-3 დეკემბრის მონაცემებით, მას შემდეგ რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილება და მკაცრი აღსრულება დაიწყო. სულ 22 532 ობიექტი შემოწმდა, მათ შორის წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733-ს.

5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას, დაჯარიმდა 7 ობიექტი. ბუნებრივია პერიოდულად ხდება რემონიტორინგი, გუშინ განხორციელდა 2 719 ობიექტის რემონიტორიგნი, რამდენად შეწყვიტეს მათ საქმიანობა და დადასტურდა, რომ ნამდვილად ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასული“,
-აღნიშნა მან.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ობიექტი თბილისში შემოწმდა.

"რაც შეეხება რეგიონულ ჭრილში შემდეგნაირად არის შემოწმება გადანაწილებული: თბილისის მასშტაბით ეს არის 8 416 ობიექტი, იმერეთში – 3 331, აჭარაში – 2 454, ქვემო ქართლი 1 994, კახეთი – 1344, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 1 851, შიდა ქართლი – 1 277, გურია – 689, მცხეთა–მთიანეთი – 428, სამცხე–ჯავახეთი – 741, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7 ობიექტი" – განაცხადა ბექა ფერაძემ.
| Print |