საზოგადოება
ახალციხეში 50-მდე მძღოლმა სამსახური დაკარგა
საქართველოში დაწესებული შეზღუდვების გამო, ახალციხეში 50–მდე მძღოლმა სამსახური დაკარგა. უმუშევრად დარჩენილი მძღოლების ოჯახებისთვის, ეს შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. ისინი გამოსავალს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაში ხედავენ. მძღოლები ფიქრობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მგზავრების გადაყვანა მკაცრი რეგულაციების დაცვითაც შესაძლებლია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სახელმწიფომ რეგულაციები 28 ნოემბრიდან გაამკაცრა. მათ შორისაა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეისათვის საქართველოს დიდ ქალაქებში მოქმედებს. ახალციხეს აკრძალვა ნაწილობრივ შეეხო და მხოლოდ საქალაქთშორისო ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა.


| Print |