საზოგადოება
ქოლერა, შავი ჭირი, ,,ისპანკა", ტიფი - რა ეპიდემიებს ებრძოდნენ საუკუნის წინ საქართველოში
1919-1920 წლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი ეპი­დე­მი­ე­ბის ხა­ნა იყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ ტფი­ლის­ში იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რო­მე­ლიც სა­სიკ­ვ­დი­ლო და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის ბუ­დეს წარ­მო­ად­გენ­და. ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის, მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბი­სა და დევ­ნილ­თა უწყ­ვე­ტი ნა­კა­დის გა­მო, ტფი­ლი­სი მუდ­მი­ვად ეპი­დე­მი­ის საფ­რ­თხეს გა­ნიც­დი­და. 1919 წლის ზამ­თარ­ში, დე­და­ქა­ლაქ­ში ტიფ­მა იფეთ­ქა, რო­მე­ლიც ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მძვინ­ვა­რებ­და. და­ი­ღუ­პა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. აპ­რი­ლის­თ­ვის პარ­ტახ­ტი­ა­ნი ტი­ფის ეპი­დე­მია ჩაცხ­რა, მაგ­რამ იგი მა­შინ­ვე მე­ო­რე სა­სიკ­ვ­დი­ლო სენ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა - სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქო­ლე­რის ეპი­დე­მია და­ატყ­და თავს. ამას თან და­ერ­თო შა­ვი ჭი­რიც ანუ, რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ეძახ­დ­ნენ - შა­ვი სა­ხა­დი.

ქო­ლე­რის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი ტფი­ლის­ში 1919 წლის იან­ვარ­ში და­ფიქ­სირ­და, მაგ­რამ მა­შინ ავად­მ­ყო­ფო­ბა მას­შ­ტა­ბუ­რი არ იყო და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა აღი­ნიშ­ნა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლინ­და შა­ვი ჭი­რის და­ა­ვა­დე­ბაც. შა­ვი ჭი­რით სნე­ულ ადა­მი­ა­ნებს არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­დ­ნენ, მაგ­რამ ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის არ არ­სე­ბო­ბის გა­მო, ავად­მ­ყო­ფო­ბა ხში­რად მედ­პერ­სო­ნალ­ზეც გა­და­დი­ო­და.

გა­ზე­თი "ერ­თო­ბა", 1919 წლის 25 იან­ვა­რს წერდა: ,,ა­ვად გახ­დ­ნენ სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ექი­მე­ბი: უფ­რო­სი ორ­დი­ნა­ტო­რი ექი­მი ცი­ციშ­ვი­ლი, ექი­მი სლუც­კაია და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­სამ­სა­ხუ­რე. ტფი­ლის­ში ხო­ლე­რა გაჩ­ნ­და. რას აკე­თებს ქა­ლა­ქის სა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ სა­ში­ნე­ლი ეპი­დე­მი­ის ხა­ნა­ში? კა­ნო­ნის ძა­ლით, ავად­მ­ყო­ფი იმ წამ­ს­ვე უნ­და იქ­ნას წაყ­ვა­ნი­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, რო­გორც კი აც­ნო­ბე­ბენ ქა­ლა­ქის სა­ნი­ტა­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. ნამ­დ­ვი­ლად კი 4-5 დღე გა­დის შეტყო­ბი­ნე­ბის შემ­დეგ ავად­მ­ყო­ფის წაყ­ვა­ნამ­დის, რაც ხელს უწყობს სე­ნის გავ­რ­ცე­ლე­ბას. თუ კერ­ძო ეტ­ლით მი­იყ­ვა­ნეთ სა­ხა­დი­ა­ნი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, ამ ეტლს დე­ზინ­ფექ­ცი­ას არ უშ­ვე­ბი­ან და სე­ნი გა­და­დის მათ­ზეც, ვინც ეტ­ლ­ში ჯდე­ბა. თუ ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბა უძ­ლუ­რია რა­ი­მე გა­ა­კე­თოს, მთავ­რო­ბა უნ­და ჩა­ე­რი­ოს ამ საქ­მე­ში".

რამ­დე­ნი­მე დღე­ში, იგი­ვე გა­ზე­თი კი­დევ ერთ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს ქო­ლე­რის შე­სა­ხებ, სა­ი­და­ნაც ვი­გებთ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა უარე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა და სა­სიკ­ვ­დი­ლო და­ა­ვა­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას უკ­ვე სე­რი­ო­ზულ საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის. წე­რილ­ში გად­მო­ცე­მუ­ლია, რომ ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თ­ვე­ლო­ბა უძ­ლუ­რია სე­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს და თუ მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ თვით­დი­ნე­ბა­ზე იქ­ნე­ბა მიშ­ვე­ბუ­ლი, ტფი­ლის­ში ქო­ლე­რის მას­შ­ტა­ბუ­რი ეპი­დე­მია და­იწყე­ბა. 

იგივე გაზეთი 28 იანვარს უკვე ,,ისპანკასა" და ხოლერას შედეგებზე წერს. ჟურნალი ,,გზა" ეპი­დე­მი­ე­ბის ხა­ნა გა­საბ­ჭო­ე­ბულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მიმდინარე პროცესებს გასული საუკუნის პრესის ფურცლებიდან მიმოიხილავს. 

"ე.წ. "ის­პან­კას" მოჰ­ყ­ვა ხო­ლე­რა, რო­მე­ლიც სა­ში­ნე­ლის სის­წ­რა­ფით ვრცელ­დე­ბა. ქა­ლა­ქის ლა­ზა­რე­თე­ბი სავ­სეა ავად­მ­ყო­ფე­ბით, ხო­ლო ბევ­რი იძუ­ლე­ბუ­ლია სახ­ლ­ში იწ­ვეს უად­გი­ლო­ბის გა­მო, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ურ­ბი­ან ავად­მ­ყო­ფის ლა­ზა­რეთ­ში მო­თავ­სე­ბას, რად­გან იმე­დი არა აქვთ, რომ იქ სა­თა­ნა­დო მოვ­ლას არ მო­აკ­ლე­ბენ მას. ექი­მე­ბი ვრცელ წე­რი­ლებს ბეჭ­და­ვენ და მცხოვ­რებთ აც­ნო­ბენ სე­ნის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებ­სა და მის მომ­ს­პობ სა­შუ­ა­ლე­ბებს. მთავ­რო­ბა სა­გან­გე­ბო უფ­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რებს ნიშ­ნავს და ზო­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას ან­დობს, მაგ­რამ სე­ნი თა­ვი­სას შვრე­ბა, კი­დევ უფ­რო ვრცელ­დე­ბა და რო­გორც ქა­ლაქს, ასე­ვე სო­ფელს საფ­რ­თხე­ში აგ­დებს... ქა­ლა­ქის სა­ნი­ტა­რუ­ლი გამ­გე­ო­ბა ვერ ახერ­ხებს სა­ხა­დი­ა­ნი ავად­მ­ყო­ფე­ბის დრო­ზე გა­და­ზიდ­ვას და დე­ზინ­ფექ­ცი­ის მოხ­დე­ნას. მაცხოვ­რებ­ლებს თი­თონ უხ­დე­ბათ სა­ნი­ტა­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის­თ­ვის ხვეწ­ნა-მუ­და­რა, რომ მათ ეს მო­ვა­ლე­ო­ბა მო­ა­გო­ნონ. და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს საქ­მე სრულ­დე­ბა ძა­ლი­ან დაგ­ვი­ა­ნე­ბით ან სრუ­ლი­ად არ სრულ­დე­ბა.

სხვა­თა შო­რის, გა­და­სა­ზიდ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა უქონ­ლო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ მი­ზე­ზად, რაც პირ­და­პირ გა­უ­გე­ბა­რია, რად­გან ქა­ლაქ­ში აუარე­ბე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და ცხე­ნია ისე­თი პი­რე­ბის ხელ­ში, რო­მელ­თაც კარ­გად შე­ეძ­ლოთ უავ­ტო­მო­ბი­ლოთ და უეტ­ლოდ მსა­ხუ­რი".


1919 წლის 1-ლი ივ­ლი­სს, გა­ზე­თი "გრუ­ზი­ა" წერდა, რომ ტფი­ლი­სის თვითმ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ თხოვ­ნა გა­უგ­ზავ­ნა სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, რა­თა ამ უკა­ნას­კ­ნელს ქო­ლე­რის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო სპე­ცი­ა­ლუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბი და­ემ­ზა­დე­ბი­ნა. ამის სა­პა­სუ­ხოდ, სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ გა­ნაცხა­და, რომ მზა­დაა, უსას­ყიდ­ლოდ და­ა­რი­გოს 10 ათა­სი აც­რის­თ­ვის სამ­ყო­ფი ვაქ­ცი­ნა და და­იწყოს მუ­შა­ო­ბა ახა­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად. რო­გორც მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კ­ვა, სწო­რედ სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის წყა­ლო­ბით მო­ხერ­ხ­და ტფი­ლის­ში ქო­ლე­რის ეპი­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბა.

სა­მე­დი­ცი­ნო-სა­ნი­ტა­რუ­ლი ბი­უ­როს მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 1920 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის ტფი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი შემ­დე­გი იყო:

მუც­ლის ტი­ფით 7 მო­ქა­ლა­ქე და­ა­ვად­და, დე­ზინ­ტე­რი­ით -1, ყვა­ვი­ლით -5, ქო­ლე­რით - 6.

სექ­ტემ­ბ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ციფ­რ­მა კი­დევ იმა­ტა: პარ­ტახ­ტი­ა­ნი ტი­ფით - 3; მუც­ლის ტი­ფით - 32; ყვა­ვი­ლით - 9; ქო­ლე­რით - 43.

მათ­გან ყვა­ვი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა ხუ­თი ადა­მი­ა­ნი, ხო­ლო ქო­ლე­რით - 19.


ოქ­ტობ­რის შემ­დეგ, ტფი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ზე­თებ­ში ცნო­ბე­ბი აღარ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. რო­გორც ჩანს, შე­მოდ­გო­მა­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა გავ­რ­ცე­ლე­ბამ იკ­ლო ან ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო, ქო­ლე­რი­სა და შა­ვი ჭი­რის­თ­ვის არა­ვის ეცა­ლა.
| Print |