საზოგადოება
ახალციხეში, პურის საცხობში ბუნებრივმა აირმა გაჟონა
ახალციხეში, პურის ერთ-ერთ საცხობში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ობიექტი ძველ ბაზართან მდებარეობს. "მეცხრე არხის" ინფორმაციით, გაზის გაჟონვის შედეგად საცხობში მომუშავე თანამშრომლები მსუბუქად მოიწამლნენ. რა გახდა შემთხვევის მიზეზი უცნობია.

“მოხდა გაზის გაჟონვა. ყველა კარგად არის. როგორ მოხდა, არვიცი, დეტალებს ვარკვევ ჯერ”
– ამბობს "ინტერგაზის" დირექტორი ვასილ აბულაძე.

საცხობის ერთ-ერთი თანამშრომელი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ შეიყვანეს.

“ერთი ადამიანი შემოიყვანეს გუშინ ინტოქსიკაციით, ჩაუტარდა ყველანაირი პროცედურა და გაეწერა სახლში” - ამბობს რეფერალური ჰოსპიტლის ხელმძღვანელი რეზო კუჭუხკძე.

შემთხვევა 9 დეკემბერს მოხდა. ობიექტი ამჟამად დაკეტილია.
| Print |