საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები 69–ით გაიზარდა
ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 4 146 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 708 ისევ თბილისში, 636 - იმერეთში, ხოლო 313 - აჭარაში გამოვლინდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-636, ქვემო ქართლი-281, შიდა ქართლი-268, გურია-82, სამეგრელო-ზემო სვანეთი-397, კახეთი-252, მცხეთა-მთიანეთი-116, სამცხე-ჯავახეთი-69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 918, საიდანაც, 6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 966, აჭარაში-962, იმერეთში-1 358. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 138 პირი, მათ შორის, თბილისში-533, აჭარაში-154, იმერეთში-241. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 436 პირი, მათგან თბილისში-212, აჭარაში-53, იმერეთში -62"
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

11 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 175 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 1 209, ხოლო 24 - გარდაიცვალა.
| Print |