ბედნიერების ინდექსით საქართველო სომხეთის შემდეგ ადგილს იკავებს
4.673 ინდექსის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ყველაზე ნაკლებად ბედნიერი მოქალაქეები ჰყავს.
გაეროს მსოფლიო ბედნიერების 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ბედნიერების ინდექსით საქართველო 117-ე ადგილზეა.
მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო, ბედნიერების ინდექსით ჩამორჩება სომხეთს, რომელიც 116-ე ადგილზეა. თურქეთი ბედნიერიების ინდექსში 93-ე პოზიციას იჭერს, აზერბაიჯანი 89-ე და რუსეთი 73-ე ადგილზეა წარმოდგენილი.
ბედნიერებით პირველ ადგილზე ფინეთია, რომელსაც მოსდევს: დანია, ისლანდია, შვეიცარია, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი, ახალი ზელანდია, ავსტრია და ლუქსემბურგი.
ბედნიერად ყველაზე ნაკლებად თავს გრძნობენ ავღანეთში. ეს ქვეყანა 153 ქვეყანათა შორის ბედნიერების ინდექსით ყველაზე ბოლო ადგილზეა. ბედნიერების ინდექსისი ბოლო ათეულში არიან: ინდოეთი - 144-ე ადგილი, მალავი - 145-ე ადგილი, იემენი - 146-ე ადგილი, ბოტსვანა - 147- ე ადგილი, ტანზანია - 148-ე ადგილი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 149-ე ადგილი, რუანდა - 150-ე ადგილი, ზიმბაბვე - 151-ე ადგილი, სამხრეთ სუდანი - 152-ე ადგილი, და ავღანეთი - 153-ე ადგილი.გაეროს ანგარიშის თანახმად, ცხოვრების დონე კეთილდღეობის სხვადასხვა მაჩვენებლით შეიძლება შეფასდეს, სადაც შემოსავალი ერთ-ერთი და არა ყველაზე აუცილებელი კრიტერიუმია. დანარჩენი ხუთი ძირითადი ცვლადია: ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების ნდობა, ჯანსაღი ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობრებისა და ნათესავებისგან მხარდაჭერის მიღების დონე და საზოგადოების დიდსულოვნება.
კვლევა „Gallup“-მა ჩაატარა, რომელმაც ბედნიერების მაჩვენებელი მსოფლიოს 153 ქვეყანა გამოიკვლია.
report.ge