საზოგადოება
21:00 - 05:00 საათებში გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ორი ღამით მოიხსნება
21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამონაკლისი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება. ამის მიუხედავად, ცქიტიშვილის თქმით, მათი მოწოდებაა, რომ ვიწრო საოჯახო წრეში აღინიშნოს ახალი წელი.

„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე და ისევ ძალაში რჩება გამონაკლისი საახალწლო ღამის და შობის ღამის,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბერს მიიღო.
| Print |