საზოგადოება
ახალციხის ტექინსპექტირების ცენტრთან ავტომობილების რიგებია
ე.წ. "ჭკვიანი კამერების" ჩართვიდან ერთ დღეში, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა. მას შემდეგ, რაც კამერები ამუშავდა, ახალციხეში 12-მდე ჯარიმა დაიწერა. შესაბამისად უკვე მესამე დღეა ტექდათვალიერებისთვის რიგში 100-მდე ავტომობილი დგას.

სამცხე-ჯავახეთში ამ დროისთვის ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრი ფუნქციონირებს - ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

| Print |