საზოგადოება
ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის კერების ლიკვიდირებას ამ დრომდე ახდენენ
6 საათია ახალციხეში, პაატა ნათენაძის ქუჩაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არის, თუმცა ამ დრომდე მიმდინარეობს ხის დამწვარ ნაჭრებზე არსებული კერების ლიკვიდირება.

თავდაპირველად ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაში გაჩნდა. ადგილზე ორი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
| Print |