საზოგადოება
აფეთქების დროს დაშავებულები თბილისში გადაიყვანეს
ახალციხეში, ხუთსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულები თბილისში გადაიყვანეს. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის მენეჯერის თქმით, ორივე მათგანი შესაბამის პროფილურ დაწესებულებაში გუშინვე გაიგზავნა.

"გუშინ შემოიყვანეს შუა ხნის მამაკაცი და ქალი. პირველადი დიაგნოზი იყო შოკი, პოლიტრავმა, დამწვრობა. მოხდა პაციენტების სტაბილიზაცია და გადაყვანა შესაბამის პოლიპროფილურ დაწესებულებაში"
- განუცხადა "მეცხრე არხს" რეზო კუჭუხიძემ.

რუსთაველის ქუჩაზე 24 დეკემბერს მომხდარი აფეთქების დროს, საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ დაზიანდა. მეხანძრე-მაშველებმა და კორპუსის მაცხოვრებლებმა ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი მალევე გამოიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების პირველადი შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ იყო.
| Print |