საზოგადოება
"ჟურნალისტები რომ არა, სპეციალისტები არც გამოჩნდებოდნენ" - მარგარიტა მალცოვა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, სპეციალისტებმა მიწისქვეშა კომუნიკაციის შემოწმება დაიწყეს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის თანამშრომლებმა ცენტრალური გზა გათხარეს და ცდილობენ სარდაფის დატბორვის მიზეზი დაადგინონ.

სპეციალისტები მისამართზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც "მეცხრე არხმა" დაზარალებული მაცხოვრებლის შესახებ მასალა მოამზადა. მარგარიტა მალაცოვა ამბობდა, რომ ასფალტის დაგების შემდეგ, წყალი ჟონავს და სარდაფი ეტბორება. პრობლემა ქალს თითქმის ორი წელია აწუხებს და არაერთ პირსაც მიმართა, თუმცა მისი თქმით, ამ დრომდე საკითხით არ დაინტერესებულან.

საქართველოს გერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის უფროსის განმარტებით, სამდღიანი მუშაობის შემდეგ გაირკვა, რომ არც ერთი მილი დაზიანებული არ არის, თუმცა დანარჩენი კომუნიკაციის შემოწმება 5 იანვრიდან განახლდება.

| Print |