საზოგადოება
მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება - გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საშობაო მილოცვას ავრცელებს და ქართველ მორწმუნეებს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. 

„გილოცავთ ქრისტეშობას! მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება, ამიტომ მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო დღეს არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა, უკეთესი ხვალინდელი დღე, წინსვლა და გამთლიანება. სიყვარული, სიკეთე და ერთმანეთზე ზრუნვა კი, ჩვენი უმთავრესი ძალაა გამარჯვებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი საშობაო მილოცვაში.
| Print |