საზოგადოება
ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ისევ ძალაშია
ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, დღეიდან ისევ ძალაშია. 7 იანვარს შობის ღამისთვის მოხსნილი "კომენტდანტის საათი" ისევ ამოქმედდა. სპეციალური საშვის გარეშე, გადაადგილება კვლავ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდშია შეზღუდული.

დღეიდან, ღამის საათებში გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით იზღუდება.

კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები საქართველოში 28 ნოემბრიდან მოქმედებს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეგულაცია 31 დეკემბრისა და 6 იანვრის ღამეს მოიხსნა.

დაწესებული შეღუდვები ქვეყანაში 31 იანვრამდეა დაანონსებული.
| Print |