საზოგადოება
როდიდან გაიხსნება და რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა ბაზრობებს?
არსებულ რეგულაციებს, მხოლოდ თანამშრომლების სავალდებულო პერიოდული ტესტირება დაემატება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ ,,ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.

გიორგი კვარაცხელიას თქმით, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20-20%-ის ტესტირება მოხდება.

,,ეს შეხვედრა იყო უდავოდ პოზიტიური. ვიხსნებით პირველი თებერვლიდან. არსებულ რეგულაციებს ერთადერთი ნორმა, პერიოდული ტესტირება დაემატა. ჩვენი თანამშრომლების 20/20 პროცენტი გაიტესტება ორ კვირაში ერთხელ. შერჩეული იქნებიან თანამშრომლები სხვადასხვა ადგილებიდან ისე, რომ სურათი დანახვა შევძლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეპიდ-სიტუაციის კონტროლის კუთხით. სხვა ყველა რეგულაცია რჩება, რომლითაც დახურვამდე ვმუშაობდით, ძალაში რჩება.

მუშაობის განახლების უფლება რომ არ მოგვეცემოდა 16-ი იანვრიდან, რამდენიმე დღის წინ გავიგეთ და დღეს შედგა პირველი საქმიანი კომუნიკაცია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება“
, -განაცხადა გიორგი კვარაცხალიამ.

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ბაზრობების მფლობელებს დღეს, 12 იანვარს შეხვდნენ.
| Print |