საზოგადოება
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე გადაადგილება თავისუფალია
ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამჟამად თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, თოვლი და ცუდი მხედველობა ) გამო, აღნიშნული მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალული იყო.
| Print |