საზოგადოება
ქარბუქი, ყინვა და ზვავსაშიშროება - საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელია.

19-20 იანვარს კი ძლიერი ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

ახალციხეში ღამით ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი მცირე თოვლის სახით.

19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.
| Print |