საზოგადოება
საერთოდ ვარსებობთ? - ტურიზმის სექტორი მთავრობას მიმართავს
საერთოდ ვარსებობთ? - ასე გამოეხმაურა შეეზღუდვების გახანგრძლივებას „რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის“ თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი.

„სინამდვილეში ცოცხლები ვართ. უკვე ბიზნესის გადარჩენაზე აღარ არის საუბარი, ვსაუბრობთ - როგორ უნდა აღვადგინოთ ტურიზმი? ჩვენზე არაფერი უთქვამთ, ამიტომ თავს ვახსენებთ. სექტორის ზარალი მთელი 2020 წლის განმავლობაში 2.8 მლრდ დოლარს შეადგენს.

ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, მოგვაქციონ ყურადღება, საჭიროა გვქონდეს გეგმა, თუ რას ვაკეთებთ ამ წლის განმავლობაში“,
- განაცხადა „რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის“ თავმჯდომარემ, შალვა ალავერდაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში პირველი თებერვლიდან შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. თუმცა, ზამთრის კურორტებზე საბაგიროები და სასტუმროები კვლავ დაკეტილი რჩება. ასევე რესტორნები მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისით აგრძელებენ.

bm.ge
| Print |