საზოგადოება
ავტომანქანის ძველი ნომრები აპრილამდე უნდა შეიცვალოს
სატრანსპორტო საშუალების ძველი კომბინაციის ნომრები 2021 წლის პირველ აპრილამდე უნდა შეიცვალოს. ძველი ნომრების ახალი კომბინაციის ნომრებით შეცვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოში 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. არ შეცვლილა მომსახურების ტარიფი – 72 ლარი. ფასიანი ნომრების შემთხვევაში კი განსხვავებული ტარიფია.

ძველი ნიმუშის ნომრებს იურიდიული ძალა 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე ჰქონდა, თუმცა ეს ვადა 2021 წლის 31 მარტამდე გადაიწია. 

სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს 72 ლარი დაუჯდება. თუმცა განსხვავებული ტარიფი აქვს ფასიან ნომრებს.

ფასიანი ნომრების შემთხვევაში:

  • თუ მოქალაქე იმავეფასიან ნომერში გადაცვლის ნომერს, რაც ადრე ჰქონდა გადახდილი, ჯამში ეს პროცედურა 72 ლარი დაუჯდება (ამაში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა). ანუ, ნომრის საფასურს ხელახლა აღარ იხდის.
  • თუ უფრო მაღალფასიან ნომერში გადაცვლის, ამ შემთხვევაში სხვაობა რაც იქნება ფასებს შორის, იმ სხვაობას იხდის და ამატებს მხოლოდ ტექპასპორტის შეცვლის 36 ლარს.
batumelebi.netgazeti.ge
| Print |