საზოგადოება
ვალეში მაჭარაშვილის ქუჩაზე დაზიანებული წყლის მილის შეკეთება მეორედ დაიწყეს
ქალაქ ვალეში მაჭარაშვილის ქუჩაზე დაზიანებული წყლის მილის შეკეთება მეორედ დაიწყეს. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ვალეში ისევ მას შემდეგ ავიდა, რაც „მეცხრე არხმა" ადგილობრივების პრობლემა გააშუქა.

„მეორედ, რომ დაზიანდა, გააშუქეთ, ნახეს და კიდევ მოვიდნენ გასაკეთებლად. ახლა აკეთებენ. ჯერ ზემოდან მიწა არ დაუფარებიათ. იმედია, აღარ დაზიანდება და კარგად გააკეთებენ" - ამბობს ადგილობრივი ილონა ბათმანიშვილი.

ქალაქ ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. "გაერთიანებული წყალმომარაგების კოპანიაში" აცხადებენ, რომ პროექტის გნხორციელებისას წყლის მილი რამდენიმე ადგილზე, ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ დააზიანა და მის აღდგენას ეტაპობრივად ახდენენ.

შეგახსენებთ, რომ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო, ვალეში გზის საფარი ზიანდება, რის გამოც ადგილობრივებს გადაადგილება უჭირთ. ვალის მაცხოვრებლები რამდენიმე თვეა ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვენ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, გზის საფარს მხოლოდ მოასწორებენ. ამის შემდეგ კი ტერიტორიის რეაბილიტაციაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.

ახალციხის მერიაში ირწმუნებიან, რომ დაზიანებული გზის საფარის მოწესრიგება გაზაფხულზე დაიწყება.
| Print |