საზოგადოება
ახალციხეში მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა
ქალაქ ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტში, სავარაუდოდ, ბანკომატის ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. გამყიდველებმა ტანსაცმელებისა და ფეხსაცმელების გამოტანა მოასწრეს, თუმცა საქონლის ნაწილი დაზიანდა და მცირედით დაიწვა. ჯერჯერობით უცნობია რამდენია ზარალი.
ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
| Print |