საზოგადოება
მინაძეების ოჯახის დასახმარებლად "მეცხრე არხში" ნივთების შეგროვება დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში მცხოვრები მინაძეების ოჯახების დასახმარებლად ტელეკომპანია "მეცხრე არხი" საქველმოქმედო კამპანიას იწყებს. მსურველებს შეუძლიათ ჭურჭელი, ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები ან სხვა ნებისმიერი რამ, რაც ოჯახს გამოადგება, კომპანიის ოფისში მიიტანონ. შეგროვებულ ნივთებს "მეცხრე არხი" უკიდურესად შეჭირვებულ ოთხსულიან ოჯახს საზოგადოების სახელით გადასცემს. ტელეკომპანიის მისამართია: ქ. ახალციხე რუსთაველის ქუჩა N30/ა.

მინაძეები ავარიულ სახლში ორ მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობენ. მათ 5 წლის გოგონა და 7 წლის ვაჟი ჰყავთ. არ აქვთ ჭურჭელი, საკვები პროდუქტი, ავეჯი და ტანსაცმელი. მათი მთავარი საზრუნავი ბავშვების უსაფრთხოებაა. მშობლებს მათთვის ეზოში პატარა შენობის აშენება უნდათ, თუმცა ამისთვის არ აქვთ არც თანხა და არც სამშენებლო მასალები.

| Print |